"მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადაადგილება" - ლილუაშვილი ირწმუნება, რომ სანქციებზე შეტყობინება არ მისვლია
მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადადგილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მაინც და მაინც იქ ჩასვლის მერე უნდა გაიგოს თავისი დასანქცირების შესახებ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი ირწმუნება, რომ სანქციების თაობაზე მეილზე შეტყობინება შტატებისგან არ მისვლია.
მისი თქმით, მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმიც იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებამდე.
„არაფერი არ მიგვიღია....სანქციების თემა უკავშირდება სავიზო შეზღუდვას. მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადადგილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მაინც და მაინც იქ ჩასვლის მერე უნდა გაიგოს თავისი დასანქცირების შესახებ. როცა საელჩოს ვიზასთან დაკავშირებით მიმართავს, იქ გამოჩნდება მისცემენ თუ არა.
მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვიმყოფებოდით ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებამდე. ამ თანამშრომლობას და პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.