ევროკავშირი ამჟამად განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა რეაგირება მოახდინოს (რუსულ) კანონზე - სტანო
დაასანქცირებს თუ არა ევროკავშირი რუსული კანონის ხელმომწერ დეპუტატებს? - ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ღიად არის ნათქვამი, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
ევროკავშირი ამჟამად განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა რეაგირება მოახდინოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას საქართველოში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროკავშირის უმწვავესი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" - პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ძალადობრივ ფაქტებს წერტილი დაუსვან.
"ბოლო მოეღოს პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებს" - წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებთან დაკავშირებით და ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ არაზუსტი განცხადებების გაკეთებისგან.