"გლობალური ომის პარტია" შეიძლება, რეგისტრირებული არ იყოს - ლილუაშვილი
"გლობალური ომის პარტიას" გეოგრაფია არ აქვს - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების შეფმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ასეთი პარტია ფიზიკურად შეიძლება რეგისტრირებული არ არის და ტერმინად ჩამოყალიბდა.
ფიზიკურად პარტია შეიძლება რეგისტრირებული არ იყოს და ეს პარტია პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე "გლობალური ომის პარტიის" ტერმინი ჩამოყალიბდა. ამაზე პოლიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, თუმცა ჩემი აზრით, ამაში მოიაზრება ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკაც ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას. გეოგრაფია არ აქვს ამ პარტიას", - ამბობს ლილუაშვილი.