ზურაბიშვილი VS ივანიშვილი - პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდეს
ზურაბიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ. პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ ახალი პოლიტიკური რელობა შექმნა. პრეზიდენტი მეორე ვადით გეგმავს კენჭისყრას - ეს კი ქართული ოცნების გეგმებს თავდაყირა აყენებს. ამიტომ მთავარსარდლის წინააღმდეგ ლანძღვის ახალი კამპანია დაიწყო.
"ოცნება" პრაქტიკულად არ უარყოფს, რომ მათი კანდიდატი ოლიგარქი ივანიშვილი იქნება. პრეზიდენტობა ივანიშვილისთვის ახლა ერთადერთი მაშველი რგოლია. გარდაუვალი სანქციების მოლოდინში ოლიგარქის ხსნა ქვეყნის პირველი პირის იმუნიტეტია, რომ დაიცვას თავი და საკუთარი მილიარდები. მომავალი პრეზიდენტის ბედს არა ხალხი, არამედ ხმოსნები გადაწყვეტენ, თუმცა წინა არჩევნებისგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის და საზოგადოების დიდი ნაწილის სრული მხარდაჭერა ექნება.
არის თუ არა ივანიშვილი ოცნებისთვის მაშველი რგოლი?- დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.