პრეზიდენტის ახალი კამპანია - სალომე ზურაბიშვილი მთავარ მოკავშირედ შვილების თაობას აცხადებს
პრეზიდენტი მთავარ მოკავშირედ შვილების თაობას აცხადებს - ასეთი მკაფიო განაცხადი პრეზიდენტისგან არასდროს მოგვისმენია. სალომე ზურაბიშვილი გადამწყვეტ არჩევნებზე საკუთარ თავს იმ ახალგაზრდებთან ერთად ხედავს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის სადარაჯოზე დგანან. საქართველოს პრეზიდენტმა მათ პირდაპირ უთხრა, რომ მისი იმედი უნდა ჰქონდეთ, რადგან საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება.
პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან ერთად, პრაქტიკულად, ახალი კამპანია დაიწყო და "ოცნებასაც" ახალი თავსატეხი გაუჩინა. ოლიგარქის რეჟიმმა კარგად იცის, რა ძალა აქვს შვილების თაობას, ამიტომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ კარგად ნაცადი პროვოკაციები გადაწყვიტეს. შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტი ათასობით ახალგაზრდას ხვდებოდა, ე.წ. "ტიტუშკები" მიაგზავნეს და სალომე ზურაბიშვილი ალანძღვინეს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.