რა 2 მთავარი გზავნილი ჩამოიტანა ქართველი ხალხისთვის შვედეთიდან ხატია დეკანოიძემ

12.06.24 21:35
რა 2 მთავარი გზავნილი ჩამოიტანა ქართველი ხალხისთვის შვედეთიდან ხატია დეკანოიძემ

რა გზავნილები ჩამოიტანა ქართველი ხალხისთვის შვედეთიდან ხატია დეკანოიძემ? - "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.

დეკანოიძის თქმით, შვედეთი საერთაშორისო პარტნიოების მსგავსად ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს, თუმცა ოპოზიციონერის თქმით, ამისთვის ხელისუფლებას არჩევნების გზით უნდა ჩამოშორდეს ივანიშვილის რეჟიმი და ეს ცალსახად იციან შვედმა დიპლომატებმა.

გუშინწინ დავბრუნდი შვედეთიდან. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა საუბარი, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ქართველი ხალხისადმი არის ორი რეალური გზავნილი. პირველი - რაც შტატები და პრინციპში ევროკავშირიც ამას აკეთებს და გააკეთა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს. უვიზო მიმოსვლას ამერიკაში, 2030 წელს გაფართოების გეგმაში შესვლას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მეორე გზავნილი ქართველი ხალხისთვის,  ეს ყველაფერი რომ მოხდეს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას არჩევნების გზით. ამაში ჩვენ დაგვეხმარება და გვეხმარება საერთაშორისო პარტნიორები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ "საჯარო პოლიტიკაში".

მსგავსი სიახლეები