აშშ და უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას 13 ივნისს მოაწერენ ხელს - სალივანი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, აშშ და უკრაინა 13 ივნისს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
როგორც სალივანმა აღნიშნა, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები – ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართავენ მოლაპარაკებებს.
„შეხვედრის შემდეგ ლიდერები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც იქნება ნათელი განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანი და გარანტი იქნება ჩვენი თანამშრომლობის, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. შეთანხმებაზე ხელისმოწერით ჩვენ რუსეთს ვუგზავნით სიგნალს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ“, – აღნიშნა სალივანმა.