გრეგოროვა "ოცნებაზე": როცა ბრიუსელში ჩამოდიან, გვიმტკიცებენ, რომ სუპერ პროევროპულები არიან, როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ ომის პარტია ვართ

13.06.24 11:21
გრეგოროვა "ოცნებაზე": როცა ბრიუსელში ჩამოდიან, გვიმტკიცებენ, რომ სუპერ პროევროპულები არიან, როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ ომის პარტია ვართ

 

 

რას ეუბნებიან  ბრიუსელში ჩასული "ქართული ოცნების" ლიდერები გავლენიან ევროპარლამენტარებს და რით ხსნიან მათ მიერ თბილისში დაბრუნების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს უცხოელ პარტნიორებთან. 

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპაში ჩასული "ოცნების" წარმომადგენლების ფერიცვალება "სირცხვილია". 

"როცა ბრიუსელში ჩამოდიან, გვიმტკიცებენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თბილისში დაბრუნებისთანავე ვკითხულობთ, რომ ჩვენ ომის პარტია ვართ" - ამბობს გრეგოროვა.

როგორც მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ძირეული ცვლილებები არ გატარდება, მაშინ შესაძლოა, დაწესდეს პერსონალური სანქციები და გადაეხედოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკას.

უკვე რამდენიმე წელია ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ენით საუბრობენ. ხშირად დამისვამს მათთვის კითხვა, როცა ბრიუსელში ჩამოდიან, რატომ გვიმტკიცებენ პირისპირ საუბრებში, რომ სუპერ პროევროპულები არიან და რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ, მაგრამ როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ ომის პარტია ვართ, დეზინფორმატორები ვართ, თურმე პრემიერის მოკვლა გვინდა და ასეთი რამ.

ერთხელ გვითხრეს, რომ არ უნდა შევწუხდეთ იმით, რასაც სახლში ამბობენ, რომ ეს შიდა პოლიტიკაა და ჩვენთან დაკავშირებული არ არის. არა, რასაც სახლში ამბობთ, რა დეზინფორმაციასაც ავრცელებთ, ეს ჩვენთან პირდაპირ არის დაკავშირებული. საშინაო პოლიტიკა, იგივე საგარეო პოლიტიკაა. ამიტომ რიტორიკის ასეთ ცვლილებას არ ვემხრობი, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, არის დეზინფორმაცია, კრიტიკა პარტნიორების. შეუძლებელია, თავი მოგვაჩვენოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე არ გითქვამთ, შენ ან ხარ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, ან არ ხარ. 

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის პასუხი ძალიან ძლიერი იქნება. არ ვფიქრობ, რომ ეს მაინც და მაინც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიდერები წევრი სახელმწიფოებისა, სულ მცირე, შეთავაზებას გააკეთებენ, რომ თუ ძი რეული ცვლილებები არ იქნება საქართველოს მთავრობის პოზიციაში, ისინი გაჰყვებიან მკაცრ ზომებს. ეს ან ინდივიდუალური სანქციები იქნება, ან შეეხება კანდიდატის სტატუსს, ან ძალას დაატანენ შეასრულონ რეფორმები, რომელიც სტატუსს ეხება, ან მოგვიანებით ისაუბრებენ ვიზალიბერალიზაციას", - ამბობს გრეგოროვა.

მსგავსი სიახლეები