კალაძე: ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერის წარდგინებას პრეზიდენტი არ გამოხმაურებია
თბილისის მერი ამტკიცებს, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს "სამწუხარო ფაქტი" ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებას ხელს ვერ შეუშლის.
ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება და ჩვენს ფეხბურთელებს აღნიშნული ორდენები აუცილებლად გადაეცემათ. რასაკვირველია, ეს ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ნაკრებს წარმატებულ თამაშში. მინდა მთელი გულით ვუსურვო მათ წარმატება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ სრულიად საქართველო გგულშემატკივრობთ ბიჭებო! ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა იმ გულშემატკივარსაც მიაწოდა ინფორმაცია, ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს. კალაძის თქმით, 18, 22 და 26 ივნისს, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშობს, საქართველოში დარჩენილ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა თბილისში, მესხის სტადიონზე ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროს.
ადგილზე განთავსება ძალიან დიდი ეკრანები.