ევროკავშირის ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში სრულად შესრულდება - კახა კალაძე

13.06.24 15:00
ევროკავშირის ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში სრულად შესრულდება - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მტკიცებით, EU-ს ცხრაპუნქტიანი გეგმა, "რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული“. 

რუსული კანონის მხარდამჭერი დღესაც ამტკიცებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ყველა ასპექტით წინ არის, ამიტომ მერი ვერ ხედავს ვერანაირ საფრთხეს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საქართველოსთვის მოლაპარაკებების ფანჯარა არ გაიხსნას.

ქვეყანას მიცემული აქვს 9-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში მთლიანად შესრულებული იქნება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკით, მაჩვენებლით. საუბარია უკრაინაზე, მოლდოვაზე. ყველა მიმართულებით წინ ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი. ეს ძალიან ცუდი, მძიმე იყო და იმედი მაქვს, ეს დამოკიდებულება არ იქნება", - ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები