საქართველოს მთავრობა: ელჩების დანიშვნის პროცესი არ გაგვიჩერებია, პრეზიდენტს კანდიდატები არ დაუბლოკავს

13.06.24 14:32
საქართველოს მთავრობა: ელჩების დანიშვნის პროცესი არ გაგვიჩერებია, პრეზიდენტს კანდიდატები არ დაუბლოკავს

ელჩების დანიშვნის პროცესი არ გაგვიჩერებია, პრეზიდენტს კანდიდატები არ დაუბლოკავს - ამის შესახებ "პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრემიერის პრესსამსახურის თქმით ელჩების დანიშვნა არ შეჩერებულა.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურას მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის პრემიერს არ წარუდგენია.

ცნობისთვის, "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავადაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.

ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი.

ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი 2024 წლის თებერვალში, მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები