შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ბურჭულაძეს არ ემუქრება ნატოში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლად გამგზავრება - სამადაშვილი

13.06.24 15:39
შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ბურჭულაძეს არ ემუქრება ნატოში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლად გამგზავრება - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დანამდვილებით ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში  ქვეყნის წარმომადგენლად გამგზავრება არ ემუქრება.

სამადაშვილის თქმით, სამარცხვინო იქნებოდა, ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ის ადამიანი იყოს, რომელსაც, მისი განცხადებით, ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია.

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის თანხმობა არის საჭირო ელჩების წარდგენაზე, ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც გადაიდო ელჩების წარდგენა. რაც შეეხება ელჩების დასახელებას, ელჩებს არჩევნების შემდეგ დაასახელებს ახალი ხელისუფლება და შესაბამისად, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ბურჭულაძეს არ ემუქრება ნატოში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლად გამგზავრება, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, იმიტომ, რომ ცხადია, სამარცხვინო იქნებოდა, ნატოში საქართველოს წარმომადგენელი იყოს ის ადამიანი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ დააზიანა ჩვენი ქვეყნსი სამხედრო შესაძლებლობები", - ამბობს სამადაშვილი. 

"პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ელჩების დანიშვნა არ შეჩერებულა.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურას მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის პრემიერს არ წარუდგენია.

ცნობისთვის, "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავადაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.

ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი.

ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი 2024 წლის თებერვალში, მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა.

 

 

მსგავსი სიახლეები