აქუბარდია ვარაუდობს, რომ ბურჭულაძე თავად ცდილობს საკუთარი კანდიდატურის წამოწევას მედიაში
ელჩების დანიშვნის სკანდალი - დეპუტატი თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თავად ცდილობს თავისი კანდიდატურის წამოწევას მედიაში.
ოპოზიციონერის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძის ელჩობა ნატოში დამაზიანებელი იქნება, რადგან მისი სახელი კორუფციის კუთხით სკანდალებს უკავშირდება.
ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც მოხსნა ირაკლი კობახიძემ და ამბობდა, რომ აღარ უნდოდა თავდაცვის მინისტრობა, რადგან საჯარო სამსახური მობეზრდა, იმ დღესვე ამბობდა, რომ ნატოს ელჩობაზე თანახმა იყო, რაც ნიშნავს, რომ ის მოხსნეს. მეორე, არ არსებობდა მკაფიო განცხადება, პრემიერისგან, რომ ყველა ვარიანტში ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა იქნებოდა წარდგენილი. ესეც არის ფაქტი და მესამე, ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ წარდგენა ელჩების პრეზიდენტთან საერთოდ მოხდა. ან თავად ჯუანშერ ბურჭულაძე ცდილობს თავისი კანდიდატურის წამოწევას მედიაში, ან უნდა გაირკვეს ვინ იქნება ოქტომბრის მერე პრემიერი და ისე მოხდეს ელჩების დანიშვნა. დამაზიანებელი იქნება ჯუანშერ ბურჭულაძის ელჩობა ნატოში იმ ფონზე, რა სკანდალებსაც უკავშირდება მისი მინისტრობა კორუფციის კუთხით", - აცხადებს აქუბარდია.
"პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ელჩების დანიშვნა არ შეჩერებულა.
რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურას მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის პრემიერს არ წარუდგენია.
ცნობისთვის, "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავადაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.
ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი.
ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი 2024 წლის თებერვალში, მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა.