ელოდოს ბურჭულაძე, რომ ელჩად დანიშნავენ - ელისაშვილი

13.06.24 15:34
ელოდოს ბურჭულაძე, რომ ელჩად დანიშნავენ - ელისაშვილი

"ელოდოს ბურჭულაძე, რომ ელჩად დანიშნავენ" - პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს "ოცნება" ნატოში ელჩად არ გაუშვებს.

ელისაშვილის თქმით, ამის იმედი ყოფილ მაღალჩინოსანს ამაოდ აქვს.

მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, როგორც კი მოხსნეს ბურჭულაძე, რომ მას არანაირ ელჩად ნატოში არ გაუშვებდნენ. ერთი იმიტომ, რომ კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობა არ არის და კობახიძე არ წყალობს ღარიბაშვილის კადრებს მერე მეორე, ისეთი იგავმიუწვდომელი სიბრიყვე და სისულელე თქვა ბურჭულაძემ, როცა მინისტრი იყო, რომ იმის მერე ნატოში ვინ დანიშნავდა მაგას ელჩად. მაგდენი ჭკუა "ქართულ ოცნებასაც" ჰყოფნის. ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რომ ამბობს, ლიბერალიზმია საქართველოს საფრთხეო, მაგის მერე მას როგორ გაუშვებენ. ამაოდ აქვს ბატონ ბურჭულაძეს იმედი, რომ არჩევნების მერე სადმე რამე ელჩად დანიშნავენ? ელოდოს მაგას", - ამბობს ელისაშვილი.

"პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ელჩების დანიშვნა არ შეჩერებულა.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურას მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის პრემიერს არ წარუდგენია.

ცნობისთვის, "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავადაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.

ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი.

ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი 2024 წლის თებერვალში, მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები