სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების გეგმას განათლების მინისტრი 1-2 თვეში გამოაცხადებს
სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების გეგმას განათლების მინისტრი 1-2 თვეში გამოაცხადებს.
გიორგი ამილახვრის სიტყვებით, "უახლოეს მომავალში იქნება კონკრეტული ხედვა და გეგმა სასკოლო კვების მასშტაბური პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით".
საზოგადოებას მინდა დავპირდე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით, ალბათ, ერთი-ორი თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ დეტალურად ვთქვათ კონკრეტული მოდელებით, კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლას, რომელ რეგიონში როგორ დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ჩვენ მზად ვართ, ამ უდიდეს გამოწვევასაც ვუპასუხოთ”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ