Red Wings ბათუმის მიმართულებით რუსეთის კიდევ 3 ქალაქიდან იფრენს

13.06.24 16:47
Red Wings ბათუმის მიმართულებით რუსეთის კიდევ 3 ქალაქიდან იფრენს

სოჭი-ბათუმი-სოჭის რეისის გაყიდვები უკვე დაწყებულია - რუსული Red Wings ბათუმის მიმართულებით სამ ახალ რეისს იწყებს.

ფრენები 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. 

ყაზანი-ბათუმი-ყაზანის ავიარეისები 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით კვირაობით შესრულდება. 

გარდა ამისა, Red Wings ავიარეისებს იწყებს უფა-ბათუმი-უფას მიმართულებაზეც. რეისები 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხუთშაბათობით შესრულდება.

ამ დრომდე Red Wings ბათუმში ირკუტსკიდან, ნოვოსიბირსკიდან და გროზნოდან დაფრინავდა.

მსგავსი სიახლეები