ნაცემი პოლიტიკოსები და აქტივისტები - ძალადობაში მხილებულ სამართალდამცველები ხელშეუხებლები არიან

13.06.24 17:21
ნაცემი პოლიტიკოსები და აქტივისტები - ძალადობაში მხილებულ სამართალდამცველები ხელშეუხებლები არიან

ძალადობის გამოუძიებელი საქმეები - არც ერთი სამართალდამცველი, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეები სასტიკად სცემა და დაარბია, დასჯილი არ არის.  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკვ საქმეეების მთელი დასტაა დაგროვილი, კაციტაძის უწყებას კი, რომელიც ამტკიცებს, რომ სამართალდამცველების დაკითხვაზე დაბარებაა დაწყებული, ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუცია.

ნიღბებს ამოფარებული ძალოვანების იდენტიციფირება რომ თავშივე განწირულია, ამას ამბობენ დაზარალებული აქტივისტები. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათზე ძალადობის საქმეს "ოცნების" ხელისუფლება მაქსიმალურად ჩაფარცხავს.

მაღიარეს დაზარალებულად, თუმცა ამის მეტი პროგრესი ამ საქმეში არ არის და გულწრფელად რომ გითხრათ, არც ველოდები, ვინაიდან სისტემა თავის ჯალათებს არ დასჯის", - აცხადებს დავით ქაცარავა.

ზედმეტად დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომ ახლა "ხარებას" და საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ან საკუთარი თავი დაკითხონ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ინსტიტუციას ესაუბრები, პირდაპირ ესაუბრები "ხარებას" წარმომადგენელს", - ამბობს ნაცემი აქტივისტი.

თვითონ საგამოძიებოს წარმომადგენლები ამბობენ ირონიულად, რომ ამ პირობებში რას მივაღწევთო. წარმოიდგინეთ, არც მათ სჯერათ, რომ რაღაცას დაადგენენ ამ რეჟიმის პირობებში", - ამბობს მოძრაობა "საქართველოსთვის " წევრი, კახა კვეკვესკირი.

ნებისმიერი ეს თავდასხმა არის ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული და რეჟიმი საკუთარ თავს არ დასჯის და არც მათ შორის საკუთარი დავალებების შემსრულებლებს", - ამბობს ნიკო მანაგაძე.

არც მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ რომელიმე დაწყებული გამოძება ბოლომდე იქნება მიყვანილი, რადგან ეს "ქართული ოცნების" ინტერესებში არ არის", - აცხადებს ენმ-ს წევრი დიმა ჩიქოვანი.

მსგავსი სიახლეები