ის, რომ პრემიერი და "ოცნება" იტყუება ყოველდღიურად დასტურდება უკვე გამოქვეყნებული ბრძანებით - კუპრაძე
"ის, რომ ხელისუფლება - პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნება იტყუება ყოველდღიურად და ცდილობს, რომ საზოგადოება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულოს რაიმე ტიპის გულგრილობაში, დასტურდება უკვე არსებული საჯაროდ გამოქვეყნებული ბრძანებით," - ასე ეხმაურება "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ეროვნუკ ნაკრებთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას და პრეზიდენტის პასუხს.
მაშინ, როცა კალაძე ამტკიცებდა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, პრეზიდენტმა ის ტყუილში ამხილა.
ის, რომ ხელისუფლება - პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნება იტყუება ყოველდღიურად და ცდილობს, რომ საზოგადოება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულოს რაიმე ტიპის გულგრილობაში, დასტურდება უკვე არსებული საჯაროდ გამოქვეყნებული ბრძანებით, რომ ტყუილია ქართული ოცნების მსგავსი პროპაგანდისტული განცხადებები. ცხადია, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები იმსახურებენ მხარდაჭერას და დაფასებას საზოგადოების მხრიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს ჯერ კიდევ მაისში აქვს გაკეთებული,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება - ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რითაც "ქართული ოცნების" ლიდერებს პასუხობს.