ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

13.06.24 17:10
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოოს შესახებ იმსჯელებენ. საგანგებო სხდომა უკვე ჩანიშნულია.

"ქართულ ოცნება" წინ ცხელი ივნისი ელოდება -  ევროპული საბჭოს პარალელურად, ივანიშვილის პარტიის ანტიდასავლური კურსის შესახებ 24 ივნის ისაუბრებენ სტრასბურგშიც.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღონ გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, როგორც სავიზო, ასევე სხვა სახის შეზღუდვებს, რაც შეეხება, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ან ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ ან რამდენიმე სახელმწიფოს ჯგუფმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ესტონეთის პარლამენტმა უკვე შესაბამისი დადგენილება მიიღო. დღეს ყველა ელოდება საბოლოოდ, ევროკავშირის მმართველი პოლიტიკური ორგანოების გადაწყვეტილებას მიმდინარე თვეს, როდესაც ისინი გადახედავენ სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ დაიწყება, ალბათ, ინდივიდუალურ რეჟიმში ქვეყნების მიერ საკუთარი პოლიტიკის შემუშავება,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადარჩეს. ამათ ხელში ქვეყანა იქნება საბოლოო ჯამში, სანქცირებული და ის ფაქტი, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავალთ ევროინტეგრაციის და მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც ქართულმა ოცნებამ გამოუწერა ჩვენს ქვეყანას,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

რუსული კანონის მიღებამ საქართველო ევროპის პოლიტიკის დღის წესრიგში მოაქცია, თუმცა ყველაფერი "ოცნების" წინააღმდეგ მიდის. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მეოცნებე ლიდერებს ევროპული სანქციებიც უახლოვდება. ამას ემატება დიდი ბრიტენეთის ანონსიც შეზღუდვების სავარაუდო ამოქმედების შესახებ.

მსგავსი სიახლეები