ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8693 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0991 ლარი გახდა.