თავდასხმა ზუკა ბერძენიშვილზე - სად არის კამერის ჩანაწერები?
სასტიკი ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე - საგამოძიებო ორგანო ამტკიცებს, რომ იმ კამერების ამოღებას, რომელიც თავდამსხმელების იდენტიფიცირებისთვისაა საჭირო, იმიტომ ვერ ახერხებს, რომ კერძო პირი, უჩა კუბლაშვილი ჩანაწერების გადაცემაზე უარს ამბობს.
ეს მაშინ, როცა ჩანაწერები სამ დღეში წაიშლება და შესაბამისად, გამომძიებლებს ხვალ, დაახლოებით დილის 10:00 საათამდე აქვთ დრო, რომ აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვოს. ამისთვის დარჩა ერთადერთი შანსი - ეს მოსამართლის განჩინებაა, სწორედ კანონის ძალით არის შესაძლებელი, ჩანაწერების მოპოვება.
თავად ზუკა ბერძენიშვილს გამოძიების ობიექტურად გამოძიების მოლოდინი არ აქვს. სამოქალაქო აქტივისტი არ გამ,ორიცხავს, რომ მტკიცებულებები "აორთქლდეს".
ხვალ იწურება 72 საათი, რომლის მერეც, ჩანაწერი წაიშლება, განჩინებით უნდა ჩამოიყვანონ თურმე და ამ მისვლა-მოსვლაში უნდა აორთქლდეს (ჩანაწრები)" - ამბობს ბერძენიშვილი.
"პირველები" უჩა კუბლაშვილს დაუკავშირდა, მას შემდეგ რაც მოქალაქემ ჟურნალისტის კითხვა მოისმინა, მან ტელეფონი გამორთო და არ უპასუხა შეკითხვას - რატომ არ აძლევს გამოძიებას თავადასხმის ამსახველ ვიდეო კადრებს.
მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ყოფილ წევრს, ზუკა ბერძენიშვილს 11 ივნისს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
თავდასხმა თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
სამოქალაქო აქტივისტი იხსენებს, რომ მას ცემისას ერთ-ერთი თავდამსხმელი ეუბნებოდა: “შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა, რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1¹ მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 3 ივნისს ზუკა ბერძენიშვილმა ფეისბუზკე დაწერა, რომ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ და ჩაუსაფრდნენ კიდეც, თუმცა თავის დაღწევა მოახერხა.