რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე - რა განაჩენს გამოუტანს ბაბაევს თბილისის სააპელაციო სასამართლო?
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე - რა განაჩენს გამოუტანს იოსებ ბაბაევს თბილისიის საპელაციო სასამართლოს მოსამართლე?
გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებას დავით ახალბედაშვილი, ხვალ 14 ივნისს, 13-14 საათზე გადახედავს. ინფორმაცია პროცესის ჩანიშვნაზე qartli.ge ავრცელებს.
საქმე ეხება გორელი მოქალაქის, იოსებ ბაბაევის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების კანონიერების საკითხს.
ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.
ცნობისთვის, იოსებ ბაბაევი გუშინ, 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა.
თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი დაკავებისას სასტიკად სცემეს. ბაბაევს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და ეს შეუიარაღებელი თავალითაც ჩანს.