არცერთი დაწყებული გამოძიება ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, რადგან ეს არ შედის ხელისუფლების ინტერესებში - ჩიქოვანი

13.06.24 18:54
არცერთი დაწყებული გამოძიება ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, რადგან ეს არ შედის ხელისუფლების ინტერესებში - ჩიქოვანი

„არცერთი ძალოვანი უწყება დღეს საქართველოში ხალხს არ ემსახურება, ისინი არიან „ოცნების“ დაქირავებული „ტიტუშკები“. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა გამოუძიებელი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, "არცერთი დაწყებული გამოძიება ბოლომდე მიყვანილი არ იქნება, რადგან ეს არ შედის ხელისუფლების ინტერესებში.“

არცერთი ძალოვანი უწყება დღეს საქართველოში ხალხს არ ემსახურება, ისინი არიან უბრალოდ „ქართული ოცნების“ დაქირავებული „ტიტუშკები“, იქნება ეს სპეცდანიშნულების რაზმი, საგამოძიებო სამსახური თუ ნებისმიერი სხვა უწყება, ამიტომ არც მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმის, რომ რომელიმე დაწყებული გამოძიება იქნება მიყვანილი ბოლომდე, რადგან ეს არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში.“ - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა
 

მსგავსი სიახლეები