ბლოკავს თუ არა კობახიძე ღარიბაშვილის კადრებს? - ბურჭულაძე ნატოში საქართველოს ელჩად დანიშვნას 4 თვეა ამაოდ ელოდება

13.06.24 20:10
ბლოკავს თუ არა კობახიძე ღარიბაშვილის კადრებს? - ბურჭულაძე ნატოში საქართველოს ელჩად დანიშვნას 4 თვეა ამაოდ ელოდება

 

თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ღარიბაშვილის გუნდი. ბლოკავს თუ არა კობახიძე ღარიბაშვილის კადრებს? ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა ნატოში საქართველოს ელჩად არც კი წარუდგენიათ. არადა თავდაცვის მინისტრი 4 თვის წინ იმ პირობით გადააყენეს, რომ ის დიპლომატიურ სამსახურს გააგრძელებდა. ბურჭულაძე პირობის შესრულებას ელოდება და იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ მაინც მოხდება მისი წარდგენა. 

რატომ არ ჩქარობს პრემიერი? არსებობს ეჭვი, რომ კობახიძეს ღარიბაშვილის მეგობრები ხელისუფლებაში არ სჭირდება. სწორედ ამიტომ გადაიწია ბურჭულაძის წარდგენამ. თუმცა ოფიციალურად ყველაფერი ისევ პრეზიდენტს ბრალდება.  საგარეო საქმეთა სამინიტრო ელჩების წარდგენის ვადების გადაწევას ზურაბიშვილის არაკონსტრუქციულობას აბრალებს. ამიტომ გამოსავალი ნახეს და დიპლომატიურ მისიებში მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავენ, რომელთაც პრეზიდენტის წარდგენა არ სჭირდებათ.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძს რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები