სუს-ის შეფის სკანდალური განცხადება და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილი "ოცნების" წევრები
თავის მართლების რეჟიმში გადასული "ქართული ოცნება". გრიგოლ ლილუაშვილმა პრემიერი და მთელი მისი გუნდი დიდ საგონებელში ჩააგდო. კობახიძის მიერ დაანონსებული მასზე თავდასხმის საქმე სუსის უფროსმა ერთი განცხადებით ჩამოშალა. ლილუაშვილმა პრაქტიკულდა თქვა, რომ ასეთი აბსურდული ბრალდებების გამოძიებას არ აპირებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის პირველმა პირმა პრემიერის შეთქმულების თეორიას წერტილი დაუსვა.
მოვლენების ასეთ განვითარებას უმრავლესობაში აშკარად არ ელოდნენ. ლილუაშვილმა კობახიძეს ბოლო დროის ყველაზე სკანდალური ბრალდებები თავდაყირა დაუყენა. ამიტომ დღეს უმრავლესობის მთელი შემადგენლობა არგუმენტებს ეძებდა პრემიერის დასაცავად. სუსის უფროსის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს, ამიტომ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს. კობახიძის დაკითხვა და ოლივერ ვარჰეის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოცნების დღის წესრიგიდან გაქრა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.