ამერიკულის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმს ევროპული სანქციებიც უახლოვდება
ამერიკულის შემდეგ ოლიგარქის რეჟიმს ევროპული სანქციებიც უახლოვდება. ოცნებას რუსული კანონის გამო მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ამას ევროკავშირი აანოსნებს, სადაც ოლიგარქის რეჟიმის საპასუხოდ ემზადებიან. უმწვავესი განცხადება ევროპიდან წამოსულ კობახიძეს გზაში დააწიეს. ოცნებას ვერც პრემიერის გერმანიაში ჩასვლამ და მსოფლიო ლიდერების გვერდით დგომამ უშველა.
ეს რაც ოლიგარქის რეჟიმს ეხება. თუმცა ყველაზე მძიმედ რუსული კანონის მიღების შედეგი აისახება ქვეყნის მომავალზე. პირველების ინფორმაციით, ევროკავშირში უკვე გადაწყვეტილია , რომ გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ფანჯარა არ გაიხსნება. თუმცა ბრუსელში პარალელურად სხვა მექანიზმებზეც აქტიურად მსჯელობენ. ვიდრე საერთო გადაწყვეტილება გამოცხადდება, ცალკეული ქვეყნები ინდივიდუალურ სანქციებს განიხილავენ, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოყვება.
როდის და სად იგეგმება საქართველოს საკითხზე მსჯელობა - დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.