კალაძის მიერ წამოწყებული პრეზიდენტის გაშავების კამპანია - ზურაბიშვილი "ოცნებას" ტყუილში ამხელს

13.06.24 20:32
კალაძის მიერ წამოწყებული პრეზიდენტის გაშავების კამპანია - ზურაბიშვილი "ოცნებას" ტყუილში ამხელს

 

კალაძის მიერ წამოწყებული პრეზიდენტის გაშავების კამპანია თავად პრეზიდენტმა ჩამოანგრია. სალომე ზურაბიშვილი   ოცნებას  ტყუილში ამხელს.  ირკვევა,რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისთვის  ღირსების ორდენების გადაცემის აქტი ჯერ კიდევ მაისში გამოსცა.  

დაჯილდოების  ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.  ამ განცხადებით ზურაბიშვილმა კალაძეს და პაპუაშვილს უპასუხა, რომლებმაც დილიდან  პრეზიდენტის ლანძღვისთვის   უკვე ფეხბურთი და ფეხბურთელები გამოიყენეს. ოლიგარქის ხელისუფლება  ქვეყნის მთავარსარდალს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები