ვინ მოწამლა მამუკა მამულაშვილი? - ქართველი მებრძოლი უკრაინული გამოძიების მოლოდინში
ქართველი მებრძოლი უკრაინული გამოძიების მოლოდინში. ვინ მოწამლა მამუკა მამულაშვილი- ამას ახლა სამართალდამცველები ადგენენ. დარიშხანი, ვერცხლის წყალი და კალა - ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა დაადგინა, რომ მამულაშვილის ორგანიზმში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველ მებრძოლებს წამლავენ, დანაშაულის კვალი კი რუსეთამდე მიდის.
ქართული ლეგიონი დიდი ხანია აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების სამიზნეა. რამდენიმე დღის წინ მებრძოლებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ რუსეთს მათზე ძებნა აქვთ გამოცხადებული. ერთ-ერთმა სამხედრო კი, რომელიც ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა, ისევ უკრაინაში დაბრუნდა, ამბობს, რომ თავს იქ უფრო დაცულად გრძნობს, რადგან არ აქვს გარანტია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გადასცემს.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.