ფარხმალს ნუ დაყრით, ნუ გგონიათ, რომ ამ რუსული კანონის მიღებით დასრულდა ყველაფერი - ცისნამი საყვარლიშვილი

13.06.24 21:58
ფარხმალს ნუ დაყრით, ნუ გგონიათ, რომ ამ რუსული კანონის მიღებით დასრულდა ყველაფერი - ცისნამი საყვარლიშვილი

„ფარხმალს ნუ დაყრით, ნუ გგონიათ, რომ ამ რუსული კანონის მიღებით დასრულდა ყველაფერი,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ცისნამი საყვარლიშვილი აკეთებს.

საყვარლიშვილის თქმით, ის ემიგრაციიდან დაბრუნდა, რადგან ხედავდა რა ხდებოდა ქვეყანაში. ემიგრაციიდან დაბრუნებული საუბრობს არჩევნებში აქტიურობის საჭიროებაზე.

მე ჩამოვედი საქართველოში, იმიტომ, რომ გული არ მიჩერდებოდა აშშ-ში, როდესაც ვხედავდი, რაც ხდებოდა ჩვენს სამშობლოში.
დამხვდა ძალიან ცუდი რეალობა - გარეთ არის 21-ე საუკუნე და მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უნდა იბრძოდეს, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკა, ვიბრძოლოთ ინოვაციებისთვის, დღეს კიდევ ვიბრძვით მაღალი ღირებულებებისთვის, მნაგრამ ამისთვის ბრძოლა არ უნდა გვჭირდებოდეს, დღეს კიდევ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის. ეს მთავრობა ერთი და იგივე წრეზე გვატრიალებს, მიხარია, რომ ვხედავ ამხელა მუხტს ახალგაზრდებში და იბადება სამოქალაქო აქტივიზმი," - ამბობს საყვარლიშვილი.

მსგავსი სიახლეები