ლაზარე: იმდენად შელახული აქვს "ოცნებას" რეპუტაცია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები მოგებულია

13.06.24 22:04
ლაზარე: იმდენად შელახული აქვს "ოცნებას" რეპუტაცია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები მოგებულია

"იმდენად შელახული აქვს ქართულ ოცნებას რეპუტაცია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები მოგებულია, მთავარია უკვე ყველაფერი შეიკრას," - ამ განცხადებას "რეაქციაში" ლაზარე გრიგორიადისი აკეთებს.

ლაზარეს თქმით, განწყობები "ქართული ოცნების" მიმართ ნეგატიურია, ახლა კი ოპოზიციის სწორად გადაჯგუფების დროა. 

საზოგადოებაში, ჩემს ირგვლივ, ვინ არიან ვაკვირდები და არის იმედგაცრუება იმიტომ, რომ უნდათ, რომ ნახონ რაღაც ერთობა, პრეზიდენტის ქარტიასაც ეთანხმებიან, მაგრამ ოპოზიცურ ფლანგზე უნდათ, რომ მეტი ერთობა ნახონ, აინტერესებთ, როგორ დაკომპლექტდება პოლიტიკურ ასპარეზზე ოპოზიცური მხარე. მეც მაინტერესებს, კოალიციას შეკრავენ თუ რას იზამენ, ქარტია გასაგებია, ის პრეზიდენტის ნაბიჯი იყო და უფრო ოპოზიციისგან გვაინტერესებს. იმდენად შელახული აქვს ქართულ ოცნებას რეპუტაცია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები მოგებულია, მთავარია უკვე ყველაფერი შეიკრას,“ - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

მსგავსი სიახლეები