თბილისში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი - რა სახელდება ანგარიშსწორების მოტივად?
თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გვიან ღამით განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ცივი იარაღით მიაყენა ერთ-ერთ პირს ჭრილობა, რომელიც გარდაიცვალა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ივნისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მ.წ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - წერია განცხადებაში.