ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს "გლობალური ომის პარტია" ვართ, ცუდი ზრახვები გვაქვს, ამის მოსმენა გულდასაწყვეტია - ამერიკის ელჩი

14.06.24 11:03
ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს "გლობალური ომის პარტია" ვართ, ცუდი ზრახვები გვაქვს, ამის მოსმენა გულდასაწყვეტია - ამერიკის ელჩი

ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს "გლობალური ომის პარტია" ვართ, ცუდი ზრახვები გვაქვს, ამის მოსმენა გულდასაწყვეტია - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ამერიკის ელჩმა ფაქტობრივად პირდაპირ თქვა, რომ ცრუ პროპაგანდიით ხელისუფლება ამერიკას და ევროკავშირს თავს ესხმის.

მინდა გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია- ამბობს დანიგანი.

სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა. რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია არის ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორია, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის ისტორია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ.

გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს", - განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები