"ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ქვეყნიდან მექსიკის გავლით წავიდა და ამერიკას თავშესაფარს სთხოვს
დედოფლისწყაროს საკრებულოში საჯარო არავინ საუბრობს სად გაქრა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნუგზარ ყოჩიაშვილი. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კაცი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიურ მხარეში, "ქართული ოცნებისს" ლიდერი იყო ქვეყნიდან გაიქცა. ნუგზარ ყოჩიაშვილის ახლა პოლიტიკურ თავშესაფარს ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში "ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა, მარტის ბოლოს დატოვა, პირველი ფოტო შეერთებული შტატებიდან მან სოციალურ ქსელში 7 აპრილს გამოაქვეყნა. რატომ გაიცა მმართველი პარტიის ერთ ერთი საყრდენი შტატებში დედოფლის წყარო საკრებულოში ამ თემაზე საუბარი არ სურთ.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ნუგზარ ყოჩიაშვილის თანამდებობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დედოფლისწყაროს საკრებულომ ბოლო სხდომაზე განიხილა. ახლა ღარიბაშვილის სამშობლოში "ქართული ოცნების" ფრაქციას უმრავლესობის გადაწყვეტილებით ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ყოჩიაშვილი კი რომელიც ამერიკაში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ათავსებს, დგინდება, რომ შტატებში მეუღლესთან ერთად გაიქცა, რომელიც ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი იყო.
წყარო ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიური ქალაქიდან ყვება, რომ პარტიის რეგიონული ლიდერი ამერიკის ვიზის მიღებას არ დაელოდა და შეერთებულ შტატებში არალეგალური მექსიკის გავლით მოხვდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შტატებში გაქცეული "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ახლა პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მან ამერიკაში უნდა დაასაბუთოს, რომ სამშობლოში პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყო.