"შრეკი" "ფიონა" და "ჩექმებიანი კატა" - რას აკეთებდნენ შტატებში წასული "ქართული ოცნების" მერები?
"შრეკი" "ფიონა", "ჩექმენიაბი კატა", ტური კინოსტუდია "უნივერსალში" - რას აკეთებდნენ შეერთებულ შტატებში წასული "ქართული ოცნების" მერები მერები?
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 10 ქალაქის მერი და ვიცე-მერი ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული კანონის მიღების შემდეგ გაფრინდა, მიზეზი წყაროს ცნობით, იმის დამტკიცება იყო, რომ რუსები არ არიან და შეერთებულ შტატებთან მეგობრობა უნდათ. ასე აღმოჩნდა 10 ქალაქის მერი და ვიცე მერი ფლორიდაში, ამერიკელი და კანადელი ფინანსისტების 118-ე შეკრებაზე.
დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ერთ-ერთია, ვინც შეერთებულ შტატებში, კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. ის მთავრობის ფინანსისტთა ასოციაციის შეკრებას ესწრება, წელს ორლანდოში მთავარი თემა, მართვაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იყო. საინტერესოა, რომელი რეგიონის მერია აპირებს, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას მართვაში.
- კონფერენციაზე, სადაც10 ქალაქის მერი ან ვიცე მერი მონაწილეობს, დასწრება ფასიანია, რეგისტრაცია 550 დოლარი ღირს. ამას ემატება თითო სესიაზე შესვლის ღირებულება - 205 დოლარი, პლუს ფრენა სასტუმრო და ყოველდღიური ხარჯი. "შაბათის" ეთერის ინფორმაციით, ეს თანხები ბიუჯეტიდან გამოიყო.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ "შრეკი" "ფიონა" და "ჩექმებიანი კატა" - ეს ცნობილი პერსონაჟები მასპინძლობდნენ კონფრეცნიის მონაიწლეებს "უნივერსალ სტუდიოში", სადაც ქართული ოცნბების მერები და ვიცე მერები არიან . ღონისძიების მონაწილეთა "ტვიტებიდან" ირკვევა, რომ მონაწილეები ვარჯიშობდნენ სირბილსა და მძლეოსნობაშიც.
ოფიციალური ინფორმაციით, შტატებში ბოლნისის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ქუთაისის, ახალციხის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, ფოთის, გარდაბნის მერები და მათი მოადგილეები გაემგზავრნენ.
შაბათის ეთერს საქართველოში ამერიკის საელჩომ წერილობით უპასუხა, რომ ამერიკის მთავრობას 10 მერის ან ვიცე მერის შტატებში ვიზიტთან კავშირი არ აქვს და არც დაუფინანსებიათ. საქართულოში დარჩენილებმა არ იციან, რა უნდა ისწავლონ მათმა ხელმძღვანელმა ორლანდოში.
ამერიკაში შეხვედრები მერებმა და ვიცე მერებმა 12 ივნისს დაასრულეს. მათი საქართველოში დაბრუნების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, ეს იყო გასეირნება ფლორიდაში თუ რაიმე ისეთი ისწავლეს, რაც რეგიონების მართვაში დაეხმარებათ.