ზურაბიშვილმა ზელენსკისთან ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას საკითხი დააყენა - უკრაინის პრეზიდენტმა საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა

15.06.24 18:51
ზურაბიშვილმა ზელენსკისთან ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას საკითხი დააყენა - უკრაინის პრეზიდენტმა საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა.

რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას უკვე რამდენიმე თვეა სთხოვს.

მსგავსი სიახლეები