სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუსაც შეხვდა.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო , მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წავლენ ევროპულ გზაზე - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვას ევროპული გზის მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტმა მაია სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ გზაზე მალე ერთად განაგრძობენ სვლას.
პრეზიდენტებმა შეხვედრისას მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც ორივე ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების მიხედვით, მიმდინარე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს აძლიერებს ჰიბრიდულ ომს და განსაკუთრებით ააქტიურებს პროპაგანდას, რომელთან გასამკლავებლად ერთობლივი საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო.
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვას პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით, რომელიც თანხვერდრაშია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან"- წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
- მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება - სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდას შეხვდა
- სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - რა საკითხი დააყენა საქართველოს პრეზიდენტმა?