ოქტომბრის არჩევნები და ევროინტეგრაცია- სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა - საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.
"დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი" - ამბობს პრეზიდენტი ბორელთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელთან საქართველოსათვის ამ კრიტიკულ მომენტში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ,,ქართული ქარტიას“ - პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და საქართველოს გზამკვლევს წარმოადგენს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს უკრაინის, პოლონეთისა და მოლდოვის პრეზიდენტებს შეხვდა.