მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს - ურსულა დონ დერ ლაიენი

16.06.24 09:26
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს - ურსულა დონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს. ამის შესახებ ურსულა ფონდერ ლაიენი პლატფორმა X-ზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და მას ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ თქვენს ერთგულებას ღრმა პატივს ვცემ. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი სიახლეები