საქართველოში პუტინს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება სთხოვეს - რუსული მედია
პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების თხოვნით მიმართა. პარტიის წევრებმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისაუბრეს. ინფრომაციას "სპუტნიკზე" დაყრდნობით რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, პოლიტიკოსებმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვეს, გაათავისუფლოს ის მოქალაქეები, რომლებმაც რუსეთში კანონიერად ყოფნის ვადას გადააჭარბეს.
ეს ზომები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების შემდგომ დაახლოებას და სწრაფად შექმნის ხელსაყრელ საფუძველს კეთილმეზობლური და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის“, - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია, რომელიც ასევე ვიდეომიმართვაში იღებდა მონაწილეობას, წარმოშობით ქართველი რუსი ბიზნესმენი და გავრილოვის მეგობარია.