პარტია "ახალი" საარჩევნო მარათონში ჩაება - მელია-გვარამიას გუნდი რეგიონებში მოსახლეობას ხვდება

16.06.24 10:40
პარტია "ახალი" საარჩევნო მარათონში ჩაება - მელია-გვარამიას გუნდი რეგიონებში მოსახლეობას ხვდება

პარტია "ახალი" საარჩევნო მარათონში ჩაება. ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებიდან დაიწყო. საარჩევნო კამპანიამ სტარტი იმერეთიდან აიღო.

ოპოზიციის ლიდერები ქუთაისელ ამომრჩევლებს შეხვდნენ და მათი ხედვების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. "ახალში" ფიქრობენ, რომ რუსული კანონის მიმღები ივანიშვილის გუნდისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა ნომერ პირველ ამოცანად უნდა იქცეს, ამისთვის კი სასიცოცლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ამომრჩეველთა მობილიზება საარჩევნო ურნებთან. შეხვედრები დაგეგმილია სხვა რეგიონების სხვა ქალაქებშიც.

მსგავსი სიახლეები