"ოცნების" ლიდერების მიმართ ევროპული სანქციები, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია - სერგო ჩიხლაძე
"ოცნების" ლიდერების მიმართ ევროპული სანქციები, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩხილაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ყველაზე ბოლოს ევროკავშირი ფინანსურ სანქციებზე იზრუნებს, მანამედ კი გარკვეული პირობები იქნება.
გადაწყვეტილია, ფაქტობრივად, სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, დეპუტატების მიმართ, დპლომატიური პასპორტების მფლობელი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ. უფრო შორს, ალბათ, რაც არის ფინანსური სანქციები ოქტომბრამდე არ წავა საქმე, თუმცა იქნება ბევრი პირობა, პირობადებული განცხადება, რომელიც დაუკავშირდება ოქტომბრის არჩევნებს, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
აშშ-ს შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის სანქციების დაწესებაზე უკვე ევროპაც მუშაობს. "რადიო თავისუფლებამ" ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა. საუბარია პერსონალურ სანქციებზე, ფინანსური დახმარებების შეწყვეტასა და უკიდურეს შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე.