"მიზანმიმართული სპეკულაცია და ბინძური კამპანია" - კალაძე ევროპელ პარტნიორებს თავს ესხმის
"ოცნების" მორიგი თავდასხმა ევროპელ პარტნიორებზე - კახა კალაძე დასავლელ ლიდერებს სპეკულაციებში ადანაშაულებს. საქმე ეხება რუსულ კანონთან აკავშირებულ განაცხდებებს. მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ შარლ მიშელი იტყუება.
ამასთან, კალაძე ისევ ირწმუნება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდა, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.
არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევნები ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და ქვეყნის პატრიოტებს შორის. იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ქვეყანაში მშვიდობის დაცვა, შენარჩუნება, გავითარება და ეკონომიკური წინსვლა. სხვა გზა მე არ ვიცი. ერთადერთი გზა ეს არის ევროპული მომავალი. და ეს მიზანმიმართული განცხადებები და სპეკულაციები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო მთელი თვეების განმავლობაში. კი, სამწუხაროდ, იყო სიცრუის კამპანია, ისევე, როგორც სააკაშილთან დაკავშირებით. სააკაშვილზე გახსოვთ, ხომ? ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართელომ გაიზიაროს უკრაინის ბედი. საქართველოში შეინარჩუნებული იქნება მშვიდობა, - ამბობს კალაძე.