ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ პრეზიდენტის ორდენები - კალაძე

16.06.24 14:43
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ პრეზიდენტის ორდენები - კალაძე

კახი კალაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები კარგად უნდა დაფიქრდნენ, უღირთ თუ არა პრეზიდენტის მიერ გადაცემული ღირსების ორდენების მიღება.  თბილისის მერმა ფეხბურთი დღეს ისევ პოლიტიკური განხილვის საგნად გადააქცია. "ოცნების" ლიდერი ისევ პრეზიდენტს საყვედურობს და თავს ესხმის, რომ ამ დრომდე ჯილდოს გადაცემა ვერ მოხდა.

მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე განცხადება  და ვთქვი, რომ ამედნი ხნის განმავლობაში სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არ აჯილდოებს ჩვენს სპორტსმენებს, ამის მერე უკვე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს, ჩვენო მაისის თვეშ გამოვეცითო. წარმოუდგენელია და ის განკარგულება, რომელიც არის გამოცემული, უამრავი ადამიანი არის გამოტოვებული. არ ვიცი, ეს გადასაწყვეტია ეროვნული ნაკრების, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, - ამბობს კალაძე. 

მსგავსი სიახლეები