"უღონობის დემონსტრირებაა" - ნიკა გვარამია კალაძის განცხადებებზე

16.06.24 15:26
"უღონობის დემონსტრირებაა" - ნიკა გვარამია კალაძის განცხადებებზე

"უღონობის დემონსტრირება" - ასე აფასებს პარტია " ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია კახა კალაძის თავდასხმებს სტრატეგიულ პარტნიორებზე. ოპოზიციონერი ლიდერი დედაქალაქის მერს ურჩევს, დედაქალაქს მიხედოს და საერთაშორისო სამიტებს თავი დაანებოს. 

კახი კალაძის თავდასხმა საერთაშორისო სამიტზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე და თუნდაც პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, გამოიყურება ძალიან სასაცილოდ, ძალიან უღონობის დემონსტრირებაა და საერთოდ, კალაძე წარმოუდგენელ რაღაცეებს ლაპარაკობს, წარმოუდგენლად იქცევა, სადამდე მივა ბოლოს ეს კაცი ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ შევახსენებ, რომ ის თბილისის მერია და სჯობს, წერეთლის გამზირს მიხედოს, ვიდრე საერთაშორისო სამიტებს, - ამბობს ნიკა გვარამია. 

მსგავსი სიახლეები