რუსეთს ულტიმატუმის ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ - კულება
რუსეთს ულტიმატუმის ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შვეიცარიაში ჟურნალისტებს განუცხადა. დმიტრო კულებას თქმით, ისინი აცნობიერებენ, რომ რუსეთთან დიალოგი მოუწევთ, თუმცა არა ამ ფორმით, როგორც ახლა მათ პუტინი ესაუბრება.
„ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ რუსეთს ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ, როგორც ახლა საუბრობს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.