წერტილოვანი სანქციები აუცილებლად იქნება - ვალერი ჩეჩელაშვილი "ოცნებაზე"
დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ევროპა სანქციებს აუცილებლად დააწესებს, თუმცა რა სახის სანქციები იქნება, ეს ჯერ გაურკვეველია. ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ სანქციები წერტილოვანი იქნება და არ არის გამორიცხული, იყოს ფინანსური შეზღუდვებიც.
ეს იქნება წერტილოვანი სანქციები კონკრეტული პირების წინააღმეგ. ეს შეიძლება იყოს სანქციები გადაადგილებაზე ან შეიძლება იყოს საფინანსო სანქციებიც. მე ვფიქრობ, ერთი მოჰყვება მეორეს. ყოველ შემთხვევაში, კითხვა არ არის იქნება თუ არა სანქციები, აუცილებლად იქნება. არის საკითხები, რომლებიც არ მოითხოვს ევროკავსირის კონსესუსს, მაგალითად, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ეს შეიძლება იყოს მიღებული უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ამასთან ერთად, ცალკეულმა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ საკუთარი ასნქციები, მითუმეტეს თუ არის საუბარი წერტილოვან სანქციებზე კონკრეტული პირების წინააღმეგ, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.