ხელისუფლების ახალი კამპანია - "ოცნება" ამტკიცებს, რომ სანქციები არ არსებობს
"ქართულ ოცნებას" სანქციების არ სჯერა. ივანიშვილის პარტიამ დღეს ახალი კამპანია წამოიწყო - თითქოს არაფერი მომხdaრა და არაფერსს ელოდებიან. სახელისუფლებო გუნდი იმის მტკიცებაზე გადავიდა, რომ სანქციები მათ წინააღმდეგ არც ამერიკას დაუწესებია და არც ევროკავშირიდან ელოდებიან ცუდ ამბებს.
რეალობას გაქცეულ ივანიშვილისს პარტიას მძიმე დღეები წინ ელოდება. პერსონალური სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ფინანსური დახმარების შეწყვეტა - ეს მხოლოდ იმ შემზღუდავი ზომების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც, დიდი ალბათობით, ევროპელი ლიდერები უკვე განიხილავენ.
შეზღუდვები, სავარაუდოდ, რამდენიმე ეტაპად ამოქმედდება. შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდეს ისტორიაში პირველი, ვისთან შეხვედრებზეც ევროპელი ლიდერები უარს იტყვიან და კონტაქტს გაწყვეტენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.