"ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - ზურაბიშვილის ცენტრალური გზავნილები უკრაინის მშვიდობის სამიტიდან
ბუჩამდე იყო აფხაზეთი - ამ ცენტრალური გზავნილით ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან. ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინის მშვიდობის სამიტზე მსოფლიოს პუტინის აგრესიის შესაკავებლად ერთობლივი ბრძოლის იდეა შესთავაზა - ბრძოლა დემოკრატიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისთვის.
სალომე ზურაბიშვილი უკვე მეორე მადლობებს იღებს. მადლობებს ლიდერობისა და იმ საქმისთვის, რომელსაც ახლა შეჭიდებული. პრეზიდენტი ეროვნულ საქმედ მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობას, რათა ვეღარავინ შეძლოს საქართველოს მოქცევა რუსულ მარწუხებში.
სამშვიდობო სამიტზე "ქართული ოცნება" არ მიუწვევიათ. მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩენილი მმართველი პარტია კი შვეიცარიიდან მოსმენილმა გზავნილებმა იმდენად გააბრაზა, რომ დღეს ევროპელი ლიდერები, ფაქტობრივად, მატყუარებად გამოაცხადეს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.