არცერთი სიტყვა ევროპულ სანქციებზე - გერმანიაში მძიმე ვიზიტის შემდეგ პრემიერი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა
არცერთი სიტყვა ევროპულ სანქციებზე და არც რთი დაპირება სტრატეგიულ პარტნიორებს - გერმანიაში გამართული მძიმე ვიზიტისა და ევროპული სანქციების ანონსის შემდეგ დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომიდან საზოგადოებას პირველად მიმართა. როგორც ჩანს, ევროკავშირიდან გამოჟონილი ინფორმაციის შესახებ კობახიძე საუბარს თავს არიდებს. ამ ინფორმაციის თანახმად კი "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მთელი დასტაა მზადდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს სამიტამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. სავარაუდოდ, სწორედ აქ განიხილავს ევროკავშირი რა სანქციებს დაუწესებს საქართველოს მთავრობას. ინდივიდუალური სანქციების გარდა, არ არის გამორიცხული, შეჩერდეს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან აკავშირეით არარც მოლაპარაკებები გაიხსნას.