ყველაზე დიდი სანქცია არა აშშ-გან და EU-გან, არამედ ქართველი ხალხისგან ექნებათ - გიორგი ვაშაძე "ოცნებაზე"
"ოცნებას" სანქციების ტყვიასავით ეშინია, თუმცა არ იმჩნევს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამის მიუხედავად, ხელისუფლებას ყველაზე მეტად არა ამერიკული და ევროპული სანქციების, არამედ ქართველი ხალხის განაჩენის უნდა ეშინოდეს.
ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ თუ არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩება, ევროკავშირთან უვიზო მიმსოვლა ერთმნიშვნელოვნად შეწყდება და ასევე შეჩერდება გაწევრიანების პროცესიც.
ტყვიასავით ეშინიათ სანქციების და იმიტომ არის, რომ ვითომ არ იმჩნევენ. განსაკუთრებით მათ გარშემო ადამიანებს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც აყალბებს ხალხის ნებას, ვინც ღალატობს და სამშობლობზე უარს ამბობს, ყველას ძალიან მძიმე ბედი ელის და მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველაზე დიდი სანქცია არა აშშ-გან, არა ევროკავშირისგან, არამედ ქართველი ხალხისგან იქნება აუცილებლად მათთან მიმართებაში. თუ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, პირდაპირ იცოდეთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა წყდება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საბოლოოდ დასამარდება, - ამბობს გიორგი ვაშაძე.